შევცვალოთ დიზაინი?
Total of answers: 80


:
ავტორი : სტუმარი | 11:10 PM | ნახვა: 727

წარმოგიდგენთ ქართულ-ფრანგული ჯგუფი "შუქი მოვიდა"-ს ალბომს, სახელწოდებით "გულზე მოგეშვება".ალბომში შესულია ჯგუფის მიერ შესრულებული ყველა სიმღერა. დაწვრილებითი ინფორმაცია ჯგუფზე იხილეთ პუნქტში "სრულად ნახვა"

ქართულ-ფრანგული ჯგუფის „შუქი მოვიდას“ ქართულ სცენაზე გამოჩენას ხალხი არაერთგვაროვნად შეხვდა. ცოცხალი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ ჯგუფის ფრანგი ფრონტმენის, ფრედი პაიანის მიერ ქართულ ენაზე შესრულებულმა სიმღერებმა ბევრი მსმენელი გააღიზიანა. მსმენელის გაღიზიანების მიზეზი „შუქი მოვიდას“ სოციალურ თემებზე დაწერილი ტექსტები გახდა, რომელიც მსუბუქი იუმორით ასახავს დღევანდელი ქართველების ყოფა-ცხოვრებას. ზოგიერთმა ეს უწყინარი სიმღერები რატომღაც ქართველი ხალხის შეურაცხყოფად აღიქვა.

როგორც ჩანს, მასაში სერიოზულად დამკვიდრდა სტერეოტიპი, რომ სიმღერა აუცილებლად სიყვარულზე, მონატრებაზე, განშორებაზე და დაბრუნებაზე უნდა იყოს. სოციალურ თემებზე დაწერილი სიმღერები კი იმავე სოციალურ გარემოში მცხოვრებ ხალხს რატომღაც ეუცხოება. თავად ფრედის მიაჩნია, რომ „შუქი მოვიდა“ არ მღერის რაღაც პრობლემატურ სიმღერებს. მისი აზრით, ეს სიმღერები უბრალოდ საქართველოს ერთგვარი სურათია.

ფრედიმ გიტარაზე დაკვრა თავად ისწავლა. მას მოსწონს ჯგუფები: The Rolling Stones, AC/DC. უყვარს ბლუზი და არტ–ჯაზი. ფრედერიკს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, რაც ნათლად აისახა კიდეც მის შემოქმედებაში. ბევრი მელომანის შეხედულებით, „შუქი მოვიდა“ პანკური ელემენტებით მდიდარ როკს უკრავს, თუმცა ფრედი ასე არ ფიქრობს და ღიმილით მიხსნის, რომ ისინი პანკებზე უფრო პატიოსანი მუსიკოსები არიან.

ჯგუფის სოლო გიტარისტს, დათო ხოსიტაშვილს მიაჩნია, რომ ფრედიმ ძალიან კარგად ასახა მაშინდელი ქართული რეალობა და იმღერა ის, რაც დიდი ხანია, ქართველს უნდა ემღერა: „ბევრი ფიქრობს, რომ ფრედი ღადაობს საქართველოზე, რადგან ის შუქზე, ჟიგულის კაცზე, მინიბუსებზე (მარშრუტკებზე) თუ ხაჭაპურზე მღერის, მაგრამ ის კი არ ღადაობს, რეალობას ხატავს. მისი შემოქმედება მუქ ფერებში კი არა, სადა, იუმორისტულ ტონშია დახატული“.

ფრედერიკს საფრანგეთშიც ჰყოლია ჯგუფი, რომელმაც ორი წელი იარსება. „ჩემი სიმღერები ხუმრობაა, თანაც სერიოზული ხუმრობა“, – ამბობს ის. ქართულ ჯგუფებს ნაკლებად იცნობს, გამონაკლისია: ნიაზ დიასამიძე, „ზუმბა“, „ვაკის პარკი“, დათო ხოსიტაშვილის პროექტი „სახლი“.







0.0
კომენტარები: 0

ნიკი *:
მეილი:
კოდი *:










widgeo.net
MYTOP.GE TOPS.webatu.com
სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0

{banner_vip2}

Designed By badzevichi and alxo

"" გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები