შევცვალოთ დიზაინი?
Total of answers: 80


:
ავტორი : სტუმარი | 9:36 AM | ნახვა: 721

ე.ი. მინდა offline-ს მომხმარებელს გავაცნო ერთ-ერთი ქართველი ახალგაზრდა მწერლის გაგა ნახუცრიშვილის ლექსი, რომელიც მე პირადად უსაზღვროდ მომწონს და ვისაც ასე თუ ისე ალტერნატიული ნაწარმოებები უყვარს და კითხულობს მას, ჩემი აზრით აუცილებლად მოეწონება ეს ლექსი.... წაიკითხეთ ყურადღებით, გამოთქვით თქვენი აზრი და თუ მოგინდებათ კიდევ დავდებ გაგას რამოდენიმე ლექსს

ის დაიბადა, როცა ქარი ლეწავდა ფანჯრებს,
როცა გაჩენაც და სიკვდილიც არაფერს ცვლიდა,
როცა სუფრაზე მიირთმევდნენ ღმერთები ნარჩენს,
როცა ღრუბლები ვარდებოდნენ უაზრო ციდან.
როცა ორკესტრი ჯოჯოხეთურს აცწობდა გამებს
რიცა არ იყო აღარც იმო და აღარც ზავი,
როცა არ იყო არც დილა და აღარც ღამე
როდესაც ერთი მცნება გახდა ღმერთი და ყვავი.
ის დაიბადა, როცა დადგა უსიტყვო ჟამი,
როცა არ იყო არსებობის მყვირალა ბგერა,
როცა ჩაიწვა გამართლების მბჟუტავი წამი,
როცა არ იყო აღარც რწმენა, აღარც ჰეტერა.
როცა მიწა მოშორდა დალეწილ ფანჯრებს,
როცა უსივრცოდ იხრჩობოდა ცხოვრების გემი,
როცა აღავინ დასტიროდა პლანეტის ნარჩენს,
როცა არავის აღარ სწამდა მისი მოვლენა!!







0.0
კომენტარები: 0

ნიკი *:
მეილი:
კოდი *:





ლოგინი:
პაროლი:





widgeo.net
MYTOP.GE TOPS.webatu.com
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

{banner_vip2}

Designed By badzevichi and alxo

"" გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები