4 იანვარს დუბაიში საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა - 828 მ სიმაღლის 162-სართულიანი ცათამბჯენი "ბურჯ დუბაი". საინტერესოა, რომ კოშკს გახსნის წინ სახელი გადაარქვეს და პრეზიდენტ შეიხ ხალიფა ბენ ზაიდა ნაჰაიანას პატივსაცემად "ბურჯ ხალიფა" უწოდეს. ამერიკელი არქიტექტორის, ედრიან სმიტის პროექტით კოშკი 6 წელი შენდებოდა და 2 მილიარდი დოლარი დაჯდა. შენობა ფორმით სტალაგმიტს ჰგავს, მისი საერთო ფართობი კი მილიონი კვადრატული მეტრია.
160 სართულიანი შენობის პროექტი ამერიკელ არქიტექტორს ადრიან სმიტს ეკუთვნის.